ისრაელ-სირიის კონფლიქტი 

კიდევ ერთი ცხელი წერტილი ახლო აღმოსავლეთში.

სირიაში ეთნიკური უმცირესობით, ძირითადად დრუზებით დასახლებული სუვეიდას პროვინცია დაპირისპირების ეპიცენტრად იქცა. ისრაელის მხრიდან სირიის დედაქალაქში მიტანილი საავიაციო იერიშების შემდეგ სირიის ხელისუფლება სუვეიდადან სამთავრობო ძალების გაყვანას დათანხმდა. ოფიციალური თელ-ავივი დამასკოს წითელი ხაზების გადაკვეთაში ადანაშაულებს და სირიის ხელისუფლებას სამხრეთ ტერიტორიის დემილიტარიზაციისკენ მოუწოდებს. ოთხი დღის წინ ისრაელის მოძმე ეთნიკურ დრუზებსა და ბედუინებს შორის დაწყებულმა შეტაკებებმა, რასაც ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა, მორიგი სამხედრო დაპირისპირების საფრთხე შექმნა. საერთაშორისო საზოგადოება ვითარების დეესკალაციის მიზნით დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართავს.