ისრაელ-ირანის დაპირისპირება

მასობრივი საჰაერო თავდასხმები, გარდაცვლილები და ათასობით დაშავებული – ისრაელს და ირანს შორის, რამდენიმე დღეა ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს. ორივე მხარე, საჰაერო გზით, მოწინააღმდეგის სტრატეგიულ ობიექტებს უტევს.

როგორც ირანული, ასევე ისრაელის მედიის ინფორმაციით, ორივე მხარეს – დაღუპული და დაშავებულია მშვიდობიანი მოქალაქეები, ასევე ბავშვები. ისრაელის შეტევებმა, არაერთი ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის და ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე მეცნიერის ლიკვიდაცია მოახდინა. ქვეყნები საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. დაიხურა სკოლები. დიდ ქალაქებს მოსახლეობა ტოვებს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ, რადიაციული დაბინძურების კუთხით, ვითარება შეაფასა.