ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმე

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმე არსებით განხილვას გადაეცა. როგორც ბრალდების მხარემ სხდომაზე განაცხადა, საქმეში საკმარისი მტკიცებულებებია, რითაც ბრალდებულების დანაშაული მტკიცდება. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ბრალდებულები და მათი უფლებადამცველი დღევანდელ სხდომაზე დევნის შეწყვეტას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ მიმდინარე საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.

თედო გობეჯიშვილის საქმეზე ირაკლი ხუსკივაძეს და ირაკლი კობალაძეს ბრალი ქრთამის შეთავაზების, იძულებისა და მუქარის მუხლით აქვთ წარდგენილი.