ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმე

ამ დრომდე გრძელდება ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საქმის სასამართლო პროცესი. პროკურატურა აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს ქრთამის მიცემას, ჯგუფურად ჩადენილ იძულებას და მუქარას ედავება. სხდომაზე დაგეგმილია მტკიცებულებების წარდგენა. გამოძიების მთავარი მტკიცებულება სატელეფონო მიმოწერები, ასევე თედო გობეჯიშვილის თანაშემწის და მეგობრის ჩვენებაა, სადაც ის საოლქო კომისიის თავმჯდომარისთვის მუქარის და ქრთამის შეთავაზების ფაქტს ადასტურებს. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულები გობეჯიშვილს თანამდებობის დატოვებას აიძულებდნენ და სანაცვლოს ერთ-ერთი პარტიის სახელით კონკრეტულ თანხას სთავაზობდნენ, უარის შემდეგ კი მუქარაზე გადავიდნენ.

ხათუნა გაგნიძე ელოდება პროცესის დასრულებას.