ისნის რაიონში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ისნის რაიონში. კაიშაურისა და შილდის ქუჩებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროცესს თბილისის მერი ადგილზე გაეცნო. არსებული გზის საფარი ასფალტობეტონით იცვლება, ასევე დაგეგმილია ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობაც.

ამ ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულება 238 ათას ლარს შეადგენს.