ისლანდია – რეფერენდუმის შედეგები

21:16, 30.08.2026

შედეგი ცნობილია: პასუხია – „არა“. ისლანდიაში ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების განახლების საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმი ამ წინადადების მოწინააღმდეგეების გამარჯვებით დასრულდა. მოსახლეობისთვის დასმული იყო ერთი კითხვა: „უნდა განაახლოს თუ არა ისლანდიამ ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებები?“ ამომრჩევლისთვის შეთავაზებული ორი პასუხით – „დიახ“ ან „არა“. ყველა უბნის მონაცემების დათვლის შემდეგ გაირკვა, რომ მოლაპარაკებების მოწინააღმდეგეთა რაოდენობა მომხრეებს 13 ათასზე მეტით აღემატება. განსაკუთრებით აქტიურობდა მოსახლეობა რეგიონებში. ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადი 2009 წელს, ფინანსური კრიზისის ფონზე შეიტანა. მოლაპარაკებები 2013 წელს შეწყდა, როდესაც მთავრობამ პროცესი შეაჩერა.

ნიკა ადეიშვილის რეპორტაჟი #მოამბე

მსგავსი