ისლანდია რეფერენდუმის მოლოდინში

18:22, 28.08.2026

ორგანიზაცია Gallup-ის მიერ ისლანდიაში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 51.6% ისლანდიასა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების განახლებას ეწინააღმდეგება, მომხრეა – 48.4%. გამოკითხვა 24-27 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა, იტყობინება „როიტერი“. კვლევის ფარგლებში, 4 583 ადამიანი გამოიკითხა. შეგახსენებთ, რომ ხვალ, 29 აგვისტოს, ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდება. რეფერენდუმზე გამოტანილია კითხვა: „უნდა განაახლოს თუ არა ისლანდიამ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები?“ ამომრჩევლისთვის შეთავაზებულია ორი პასუხი: „დიახ“ და „არა“.

მსგავსი