„ისლამური სახელმწიფოს“ ახალი ტაქტიკა

რა ახალ საფრთხეებს უნდა ელოდოს მსოფლიო ყველაზე საშიში ტერორისტული ორგანიზაციისგან. ეს არის კითხვა, რომელიც შრი-ლანკაში მომხდარი ტერაქტების სერიამ გაააქტიურა. კუნძულზე მოწყობილ რვა აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. და ეს მაშინ, როცა ორგანიზაცია თითქმის დამარცხებულად იყო გამოცხადებული. ამიტომ ტერორიზმის მკვლევართა ნაწილმა ტერორისტული დაჯგუფების მომავლის პროგნოზირება დაიწყო.

ექსპერტები აღიარებენ, რომ, ხალიფატის დამარცხების მიუხედავად, „ისლამური სახელმწიფო“ არსებობას განაგრძობს და სამშობლოში დაბრუნებული ისლამისტი მებრძოლები საშიშ მოქმედებებს ახლა უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან დაიწყებენ.