იშვიათი დაავადების მკურნალობის დაფინანსება

ერთ-ერთი იშვიათი გენეტიკური დაავადების მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს.

საუბარია სპინალურ-კუნთოვან ატროფიაზე, რომელიც წლებთან ერთად სულ უფრო პროგრესირებს. ამ დიაგნოზის დასმა ძირითადად ჩვილობის ასაკში ხდება. საქართველოში ამ დაავადების მქონე 100-მდე ადამიანი ცხოვრობს. თუმცა, ეფექტური მკუნალობისთვის საჭირო ძვირადღირებული პრეპარატების შეძენას მათი უმრავლესობა ვერ ახერხებს. ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამკურნალო პროგრამა ყველა დაავადებულის დაფინანსებას გულისხმობს.