იშვიათი დაავადებების სამკურნალო პროგრამა ფართოვდება
იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება – სახელმწიფო ცისტური ფიბროზით დაავადებული პაციენტებისთვის საინჰალაციო პრეპარატებისთვის, ანტიბიოტიკებს, ვიტამინებსა და სხვა მედიკამენტებს შეისყიდის. იზრდება მათთვის სტაციონარული მომსახურების დაფინანსებაც. ცვლილების შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების ოჯახის წევრებს ინფორმაცია პირადად მიაწოდა – შეხვედრები ქუთაისსა და თბილისში გაიმართა, სადაც დეტალურად განიხილეს აღნიშნული სიახლეები. მინისტრმა, მშობლებთან გამართულ შეხვედრებზე ყურადღება გაამახვილა, ამ მიმართულებით არსებულ, სამომავლო გეგმებზეც. სარჯველაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო განაგრძობს მუშაობას პროგრამის გაფართოებაზე – მათ შორის, პაციენტების საჭიროების შესაბამისად, ფიზიოთერაპიის სერვისების შეთავაზებასა და სხვა მედიკამენტების შესყიდვაზე.