იშვიათ გამოცემათა კაბინეტი ხელოვნების სასახლეში

ხელოვნების სასახლის ისტორიულ ოთახს პირვანდელი დანიშნულება დაუბრუნდა.

გრაფ ოლდენბურგის რარიტეტული გამოცემების ბიბილოთეკა ძველი იერსახით აღადგინეს. წიგნთსაცავი უნიკალურ მემკვიდრეობას ინახავს. მათ შორისაა ქართული იშვიათი გამოცემები და ევროპაში დაბეჭდილი წიგნებიც. ბიბლიოთეკის აღდგენაზე მუშაობის დროს მუზეუმის თანამშრომლები საარქივო მასალებს და ფოტოებს ეყრდნობოდნენ.