ISFED-ის შემაჯამებელი ანგარიში

„სამართლიანი არჩევნები“, დაზუსტებული ანგარიშის გამო, ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი ხდება. მმართველი გუნდის ოპონენტები არასამთავრობო ორგანიზაციას „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ ყოფნაში ადანაშაულებენ. ოპოზიციის ნაწილისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დასკვნა დღეს სანდო უკვე აღარ არის.

ორგანიზაციაში საპასუხოდ განმარტავენ, რომ პარალელური დათვლის მონაცემებში დაშვებული შეცდომა მანდატების რაოდენობაზე არაა ასახული. „ქართულ ოცნებაში“ კი კვლავ არჩევნების ოფიციალური შედეგების სისწორეზე მიუთითებენ.