ირაკლი კობახიძისთვის რთული დასაჯერებელია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაშვებული ხარვეზი ადამიანური შეცდომა იყო. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, მთავარი ამოცანა რეალობის დადგენაა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ამბობენ, რომ პროტესტი მხოლოდ ISFED-ის მონაცემებს არ გამოუწვევია. პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ორგანიზაციამ შეცდომა გვიან აღიარა.