ISFED-ის ცდომილების მაჩვენებელი 

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადება 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგების, მათ შორის უბნების რვა %-ზე გამოვლენილი დისბალანსის შესახებ.

როგორც ორგანიზაციის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, „სამართლიანი არჩევნების“ მმართველი რგოლის ცვლილების შემდეგ, ორგანიზაციამ სიღრმისეულად შეისწავლა ხმების პარალელური დათვლის შერჩევაში შესული ყველა საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი და თანდართული დოკუმენტები. მათი განმარტებით, ხმების პარალელური დათვლის მონაცემებით, შემაჯამებელი ოქმების 8 %-ში იყო მეტობა, საარჩევნო ადმინისტრაციამ კი დისბალანსი უმეტესწილად კენჭისყრის დღის შემდეგ გაასწორა. „ისფედის“ განმარტებით კითხვები იმან გააჩინა, თუ რა მეთოდებით გაასწორა ცესკო-მ დისბალანსი.