ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტი ისაკო დევიძე დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება. ღამით ის ადვოკატმა მოინახულა. ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, მისთვის ჯერ შესაბამისი ოქმები არ გადაუციათ, ამიტომ უცნობია, რას უკავშირდებოდა აქტივისტის სახლში ჩატარებული ჩხრეკა. თავად დაკავებული და მისი ადვოკატი საპოლიციო მოქმედებებს პოლიტიკური ნიშნით დევნად აფასებენ. შეგახსენებთ, რომ ისაკო დევიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს ედავებიან, რაც პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.