ირმა ნადირაშვილის განცხადება

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ისნის 31-ე უბანზე არჩევნების მიმდინარეობა შეჩერებულია.

ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ძირითადი ყუთი დალუქული არ არის და სწორედ ამიტომ, პროცესი შეჩერდა.

ინფორმაციას უპასუხეს საოლქო კომისიაში. მათი განმარტებით, პროცესი მცირე ხნით შეფერხდა, რადგან უბნის თავმჯდომარე შეუძლოდ გახდა და უბანზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. მათი თქმით, ეს არ არის დარღვევა და პროცესი უმოკლეს დროში აღდგება.