ირმა ინაშვილის პასუხი

ირმა ინაშვილმა უმრავლესობისა და ოპოზიციური სპექტრის ბრალდებებს დღის ბოლოს სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი მიუძღვნა. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი შიდა და გარე პროვოკაციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბანერი პოლიტსაბჭოს სხდომაზე სხვა სახით იყო დამტკიცებული და საბოლოოდ სხვა სახით, გაუგებარი მიზეზით, სხვა ფერით დაიბეჭდა.

შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო ბანერები პოლიტიკური კრიტიკის მიზეზი გახდა. სააგიტაციო მასალაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, წითლად გაფერადებული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც. ბანერს აქვს წარწერა – „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“

„პატრიოტთა ალიანსის“ ბანერს უარყოფითი შეფასებები მოჰყვა სოციალურ ქსელში. პოლიტიკური პარტიის სხვა ანალოგიური ბანერები მუნიციპალიტეტის დავალებით ჩამოიხსნა.