ირმა ინაშვილის გეგმები

საკანონმდებლო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს „პატრიოტთა ალიანსი“ და კვლავ საპროტესტო აქციებს აანონსებს.

დეპუტატ ირმა ინაშვილის განმარტებით, მისი პარტია ქვეყანაში პროპორციული არჩევნების ჩატარების მომხრეა და მოუწოდებს მმართველ გუნდს, უზრუნველყოს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები.