ირმა ინაშვილის განცხადება

რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტს და განვითარებულ მოვლენებს „პატრიოტთა ალიანსი“ ბრიფინგით ეხმაურება.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის განმარტებით, აქციაზე, სადაც პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებდნენ, საზოგადოებამ სამარცხვინო სანახაობა იხილა, რაც ქვეყანას აზიანებს და არავითარი გამართლება არ აქვს. ინაშვილის თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, ისე ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა.