ირმა ინაშვილის განცხადება

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებაზე ხორციელდება ზეწოლა. ირმა ინაშვილის თქმით, ზეწოლის მიზანია, არჩევნებში მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა“ გავიდეს. პარტიის ლიდერი ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში 19% მიაკუთვნებენ, თუმცა ოპოზიციური პარტია ამით არ დაკმაყოფილდება და რევოლუციურ სცენარზე მუშაობს.