ირმა ინაშვილის განცხადება

„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძისა და ფრიდონ ინჯიას განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ფრიდონ ინჯია კობახიძის დავალებებს ასრულებს და აცხადებს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა, ფრიდონ ინჯია მას თავად უგზავნიდა სმს შეტყობინებებს სამეგრელოდან, სადაც გაყალბების ფაქტებზე საუბრობდა. „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი მოუწოდებს ფრიდონ ინჯიას, ეს ფაქტები საგამოძიებო კომისიაზე კობახიძესთან ერთად განიხილონ.

 

დატოვე კომენტარი