ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა შესაძლებელი გახდა – ამას საქართველოსა და ირლანდიას შორის გაფორმებული დოკუმენტი ითვალისწინებს. ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაშია 2024 წლის 25 ივნისიდან, რაც ნიშნავს, რომ საქართველოსა და ირლანდიის მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელებს, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეუძლიათ, გადაცვალონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა, მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად.
მემორანდუმით განსაზღვრულია იმ სატრანსპორტო საშუალების კატეგორიები/ქვეკატეგორიები, რომელთა სამართავად გაცემული მართვის მოწმობები ექვემდებარებიან გადაცვლას.