ირინა ბათიაშვილის წიგნის პრეზენტაცია

18:43, 18.07.2025

სამართლის დოქტორის, ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტის მეცნიერის, ირინა ბათიაშვილის წიგნის „სამეცნიერო კვლევით სექტორში, ქალთა წარმომადგენლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე და საერთაშორისო მიდგომები“ პრეზენტაცია გაიმართა.

ნაშრომი წარმოადგენს გამოკვლევას ქვეყანაში სამეცნიერო-კვლევით სექტორში ქალთა ჩართულობის, ამ სფეროში ქალთა აქტიურობის ძირითადი ტენდენციების სამეცნიერო რეფლექსიის, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის თვალსაზრისით. წიგნი ასევე წარმოადგენს ავტორის პოსტ-სადოქტორო კვლევას, რომელიც მან საქართველოსა და გერმანიაში შეასრულა.

მსგავსი