„ირიაოს“ პირველი რეპეტიცია ევროვიზიაზე

ევროვიზია 2018-ის ქართველმა კონკურსანტებმა ლისაბონში, „ალტის არენაზე“ პირველი რეპეტიცია გაიარეს.

„ეთნო-ჯაზ ბენდ „ირიაოს“ თანამედროვე ჯაზის დახვეწილი კომპოზიცია „შენი გულისთვის“ რეპეტიციების მეოთხე დღის იდეალური რომანტიკული სტარტი იყო,“ – ასე ეხმაურება ქართველი მუსიკოსების პირველ შესრულებას კონკურსის ოფიციალური გვერდი. რეპეტიციის შემდეგ გაიმართა სპეციალური პრესკონფერენცია.

სცენაზე დღეს მეორე ნახევარფინალური ტურის 18-ივე მონაწილე გამოვიდა, მაყურებელი და ჟიური მათ 10 მაისს შეაფასებენ. მეორე რეპეტიცია 5 მაისსაა ჩანიშნული.

ფესტივალი ოფიციალურად 6 მაისს ტრადიციული წითელი ხალიჩის ცერემონიით გაიხსნება.