IRI-ის რეკომენდაცია და სააკაშვილის გეგმა ოპოზიციისთვის

21:30, 23.10.2026

გარე ძალების დავალებების შესრულებაა ერთ-ერთი არგუმენტი, რომლითაც მმართველი გუნდი ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელს ამყარებს.

უცხოელი აქტორების დირექტივებით მოქმედების დადასტურებად განიხილავს, ხელისუფლება მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მორიგ გზავნილსაც. საუბარია ციხიდან გავრცელებულ წერილზე, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას ისევ მის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებს. იმავე წერილში, ექს-პრეზიდენტი ლიეტუვაში გამართულ, აიარაის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას ახსენებს და ამტკიცებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა სწორედ ამ შეკრებაზე უთხრეს, რომ მათი ერთადერთი ხსნა მიხეილ სააკაშვილია. მსგავსი შეხვედრის გამართვას, სააკაშვილის თანაპარტიელების მხოლოდ ნაწილი ადასტურებს, თუმცა ყოფილი პრეზიდენტის საკვანძო როლზე ყველა თანხმდება. უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციას ადასტურებენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც, მაგრამ დირექტივა ან რეკომენდაცია, ყოფილ პრეზიდენტთან გაერთიანებაზე არცერთ მათგანს ახსენდება.

მსგავსი