IRI-ის გასაიდუმლოებული კვლევის შედეგები – პოლიტიკური შეფასებები
კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა სოციალურ მედიაში გავრცელებული სლაიდი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის შესახებ, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო არჩევნების ახლა ჩატარების შემთხვევაში, მმართველი გუნდი – 36%-ით ლიდერობს. დანარჩენი ოპოზიციის რეიტინგი კი, ჯამში, 17 პროცენტია. აღნიშნულ კვლევაში „ლელოსა“ და „ფედერალისტების“ რეიტინგი აღრიცხული არ არის. კვლევის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და კვლევის ავტორი კომპანიისგან ოფიციალურ განცხადებას ელოდებიან. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ ოპოზიციის ბოლოდროინდელი ქმედებების ფონზე, მათი რეიტინგი ნულისკენ მიდის.