ირანში უკრაინული „ბოინგი“ ჩამოვარდა  

ტერაქტი თუ ტექნიკური გაუმართობა, – ჯერ უცნობია, უკავშირდება თუ არა ირანის საჰაერო სივრცეში მომხდარი მასშტაბური ავია-კატასტროფა ამერიკა-ირანს შორის დაძაბულ ურთიერთობას.

უკრაინული ავია-ხაზების თვითმფრინავი თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. ლაინერი რეისს კიევის მიმართულებით ასრულებდა. დაიღუპა ყველა მგზავრი და ეკიპაჟის სრული შემადგენლობა.

კადრებში ჩანს, რომ თვითმფრინავს ცეცხლი ჰაერშივე გაუჩნდა. საეჭვოა ის ფაქტი, რომ ოფიციალური თეირანი უკრაინული მხარისთვის „შავი ყუთების“ გადაცემაზე უარს ამბობს. ცნობილია ისიც, რომ ბოლო შემოწმება 2016 წელს წარმოებულ ლაინერს ორი დღის წინ ჰქონდა გავლილი და ის ტექნიკურად გამართული იყო.