ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის საქმე

ამერიკული მედიის ინფორმაციით, თეირანში ჩამოვარდნილ უკრაინულ თვითმფრინავს ირანის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მიერ ნასროლი რუსული რაკეტა შეცდომით მოხვდა. მანამდე კი, უკრაინის ხელისუფლებამ თვითმფრინავის კატასტროფის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, „ტორის“ რაკეტა დაასახელა.

თეირანში 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფას, 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი ემსხვერპლა. ირანში აცხადებენ, რომ უკრაინული „ბოინგის“ ჩამოვარდნა ტექნიკურ მიზეზებს უკავშირდება. დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ კატასტროფა შესაძლოა მექანიკური შეცდომის შედეგი იყოს. ​