ირანსა და აშშ-ს შორის სამხედრო დაპირისპირება განახლდა
სიტუაცია უკიდურესად იძაბება ახლო აღმოსავლეთში.
ურთიერთგაგების მემორანდუმი დაირღვა, რაშიც ამერიკა და ირანი ერთმანეთს ადანაშაულებენ. საჰაერო იერიშების შედეგად დაიბომბა სამხრეთ სანაპირო პროვინციები და სარკინიგზო ხიდები, რასაც ოფიციალური თეირანი სამხედრო დანაშაულად აფასებს. თავის მხრივ შეტევებს ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე თავდასხმების პასუხად აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი და მსგავსი თავდასხმების განმეორების შემთხვევაში ირანს უფრო მეტი და ძლიერი დარტყმით ემუქრება. ვრცელდება ცნობა, რომ 100-მდე სამიზნეს შორისაა ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაც, რომელსაც მარტშიც დაესხნენ თავს. საპასუხოდ ირანი სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ ბაზებს უტევს – რამდენიმე ქვეყანაში დილიდან საჰაერო განგაშია ჩართული. ვითარების ესკალაციის ფონზე რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიღწეული და ელექტრონულად ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი, პრაქტიკულად აღარ მოქმედებს და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმიც, შესაბამისად, დარღვეულია.