ირანმა ამერიკის მოქალაქეებს სანქციები დაუწესა

ირანელი დისიდენტების მხარდაჭერისთვის, ირანმა 61 ამერიკელს სანქციები დაუწესა. მათ შორის აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეოც არის. „შავ სიაში“ შეყვანილთა შორის ასევე არიან დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი. აშშ-ის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციები ოფიციალურმა თეირანმა იმ დროს გამოაცხადა, როცა ჯო ბაიდენი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტით იმყოფება. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ირანის ეს ნაბიჯი დიდწილად სიმბოლური მნიშვნელობისაა, რადგან „შავ სიაში“ შეყვანილი პირები დიდი ალბათობით, ირანში აქტივებს არ ფლობენ და შესაბამისად ვერც მათი გაყინვა მოხდება.