ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი სოციალურ ქსელში წერს, რომ თეირანში გამართული აქცია ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის გაფრთხილება იყო, რომ დაასრულონ მზაკვრული ქმედებები. მისი თქმით, ეს ისტორიული დღეა. „მტკიცე გადაწყვეტილებით სავსე ამ უზარმაზარმა დემონსტრაციებმა ჩაშალა უცხოელი მტრების გეგმები, რომლებიც ადგილობრივი დაქირავებული მებრძოლების მიერ უნდა განხორციელებულიყო. ირანელმა ერმა მტრების წინაშე თავისი სიმტკიცე და იდენტობა გამოავლინა. ეს იყო გაფრთხილება ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის, რომ უნდა შეწყვიტონ მზაკვრული ქმედებები “, – წერს ალი ხამენეი. შეგახსენებთ, რომ გუშინ ირანში აიათოლა ალი ხამენეის მთავრობის მხარდამჭერი დემონსტრაციები გაიმართა.