აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანმა ახალი შეთავაზებები წარადგინა მას შემდეგ, რაც მან პაკისტანში დელეგაციის ვიზიტი გააუქმა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ვიზიტის გაუქმებიდან 10 წუთში ირანისგან მიიღო ახალი დოკუმენტი, რომელიც წინაზე გაცილებით უკეთესია. ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რა წერია დოკუმენტში და აღნიშნა მხოლოდ ის, რომ ირანს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება არ აქვს. მისივე თქმით, სპეციალური წარმომადგენლების, ჯარედ კუშნერისა და სტივ უიტკოფის ისლამაბადში ვიზიტი იმიტომ გააუქმა, რომ ისინი არა ქვეყნის ლიდერს, არამედ ისეთ ადამიანებს უნდა შეხვედროდნენ, რომელთა შესახებაც, მისივე თქმით, არავის სმენია.