ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება - სანქციების დაწესებით აშშ-მ წითელი ხაზი გადაკვეთა

ირანის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელზე სანქციების დაწესებით ამერიკამ წითელი ხაზი გადაკვეთა. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

დოკუმენტის მიხედვით, თეირანი ვაშინგტონის გადაწყვეტილებას უპასუხოდ არ დატოვებს, თუმცა, რა ფორმით მოხდება ეს, ირანში არ აკონკრეტებენ. ირანის ხელისუფლება ბირთვულ შეთანხმებაში რაიმე სახის ცვლილებას უარყოფს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში შტატების გადაწყვეტილებას საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებენ.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სანქციების დაწესება მყარი შეთანხმების დარღვევის მცდელობაა.