ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება

განახლდება თუ არა ბირთვული მოლაპარაკებები ირანსა და შტატებს შორის?- ამ თემაზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. აბას არაღჩის თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ იქნება მტკიცე გარანტია, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა აღარ განხორციელდება. მისივე განცხადებით, სწორედ ასეთმა თავდასხმამ გაართულა მოლაპარაკებები. შეგახსენებთ, ირანსა და აშშ-ს შორის ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიიტანა. რამდენიმე დღეში კი ირანის ბირთვულ ობიექტებს შეერთებულმა შტატებმაც დაარტყა.