ირანის პრეზიდენტის განცხადება

ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის განცხადებით, თეირანი მსოფლიო სახელმწიფოების ზეწოლის ფონზე არ დაიჩოქებს. ამის შესახებ მან პარაოლიმპიურ სპორტსმენებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ირანსა და აშშ-ს შორის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ვაშინგტონს თეირანისთვის ორკვირიანი ვადა აქვს მიცემული, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამხედრო აგრესიით ემუქრება.