ირანის მიმართ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რიტორიკა აგრესიის რეალურ რისკზე მიუთითებს, თავდასხმის შემთხვევაში ირანი გადამწყვეტად უპასუხებს, – ამის შესახებ გაერო-ში ირანის ელჩის, ამირ-საეიდ ირავანის მიერ ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშისადმი გაგზავნილ წერილშია აღნიშნული. ამირ-საეიდ ირავანიმ ანტონიო გუტერეში გააფრთხილა, რომ აშშ ირანს თავს თუ დაესხმება, ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო ობიექტები ლეგიტიმურ სამიზნედ იქცევა. წერილში აღნიშნულია, რომ თეირანს ომი არ სურს, მაგრამ „გადამწყვეტად“ უპასუხებს, თუ ვაშინგტონი ქვეყანაზე იერიშს მიიტანს.