ირანის მუქარა

15:24, 19.08.2026

დონალდ ტრამპი ომის ესკალაციას თუ გამოიწვევს, ირანი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმას განიხილავს, – წერს „ფაინენშალ თაიმსი“ ირანის ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით. ორმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ ირანის ძალებმა შეაფასეს აშშ-ის ობიექტებზე თავდასხმები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, როგორიცაა ბულგარეთი. ერთ-ერთმა მათგანმა დაამატა, რომ კვიპროსი, სადაც მარტში დრონით განხორციელდა თავდასხმა ბრიტანეთის საჰაერო ბაზაზე, ასევე არის პოტენციური სამიზნე აშშ-ის შეტევის განახლების შემთხვევაში. მათი თქმით, ირანის ძალებმა ცალკე განიხილეს ჰორმუზის სრუტეში წყალქვეშა ბოჭკოვან ოპტიკურ კაბელებზე შეტევა ესკალაციის შემთხვევაში.

მსგავსი