ირანის მოქალაქეები საქართველოს საზღვრის გადაკვეთას ყალბი დოკუმენტებით ცდილობდნენ

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით, საპატრულო პოლიციამ ორი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ირანის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას ყალბი დოკუმენტებით ცდილობდა.

მიმდინარეობს გამოძიება.