ირანის ელჩის პრესკონფერენცია

15:15, 29.10.2026

საქართველოს და ირანს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, სამხრეთ კავკასიის რეგიონთან ირანის თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ირან-აშშ-ის შორის არსებულ საომარ მდგომარეობაზე, საქართველოში ირანის ელჩმა ისაუბრა. ალი მოუჯანიმ ირანის საელჩოში პრესკონფერენცია გამართა. ირანელი დიპლომატის თქმით, საბაჟო-სასაზღვრო რეგულაციების ცვლილების შედეგად, ისტორიაში პირველად, საქართველოს და ირანს შორის სავაჭრო ბალანსი მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს სასარგებლოდ და შედეგად, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ, შესაძლოა, 2026 წლის ბოლოსთვის უპრეცედენტო მაჩვენებელს, 400 მილიონ აშშ დოლარს მიაღწიოს. ირანელი დიპლომატის მტკიცებით, კიდევ ერთი შესაძლებლობაა – შიდარეგიონული თანამშრომლობის საფუძვლების შექმნა და ირანის მეზობელი ბაზრების გახსნა ერაყსა და ავღანეთში, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობისთვის. ირანის ელჩმა ასევე ისაუბრა აშშ-თან და ისრაელთან მოსალოდნელ სამხედრო დაპირისპირებაზე და აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის გარდა, ნებისმიერი სამხედრო და ლოჯისტიკური ცენტრი ირანის რაკეტების სამიზნე გახდება, რომლებიც ირანის წინააღმდეგ მოქმედებებში ჩაერთვებიან.

მსგავსი