ირანის ელჩი – ბოლო 39 წლის განმავლობაში ირანმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი როლი შეასრულა

21:15, 10.02.2018

ბოლო 39 წლის განმავლობაში, ახლო აღმოსავლეთში ირანმა ბევრი რამ შეცვალა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი როლი შეასრულა, – ეს განცხადება ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პირველ არხთან ინტერვიუში გააკეთა.

დიპლომატი მიიჩნევს, რომ სირთულეების მიუხედავად, ირანმა სხვადასხვა სფეროში არაერთ წარმატებას მიაღწია, განსაკუთრებით კი ბირთვულ ტექნოლოგიებში.

ირანის ელჩმა ხაზი გაუსვა 2015 წელს ოფიციალურ თეირანსა და საერთაშორისო ექვსეულს შორის გაფორმებული ბირთვული შეთანხმების ისტორიულ მნიშვნელობას. მან ასევე აღნიშნა, რომ ირანსა და საქართველოს შორის შესანიშნავი ურთიერთობებია, რისი დასტურიც ყოველწლიურად საქართველოში ირანელი ტურისტების მზარდი რაოდენობაა.

 

მსგავსი