ირანი ევროკავშირის სამხედრო ძალებს ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს
ირანმა ევროკავშირის ქვეყნების არმიები ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა. ირანის პარლამენტის სპიკერის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების პასუხია. მისი განცხადებით, ევროკავშირმა შტატების პრეზიდენტისა და ისრაელის რეჟიმის ლიდერების ბრძანებების შესაბამისად იმოქმედა, რაც მისივე თქმით, მომავალ გლობალურ წესრიგში ევროპის მარგინალიზაციას აჩქარებს.