ირან-ბრიტანეთის დაძაბული ურთიერთობები

ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, ირანს ურთიერთობა დიდ ბრიტანეთთან დაეძაბა.

გაერთიანებულმა სამეფომ სპარსეთის ყურეში საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა. მიზეზი რამდენიმე დღის წინ ირანული ნავების მიერ ბრიტანულ ნავთობმზიდზე თავდასხმაა.

ოფიციალური თეირანი დიდი ბრიტანეთის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და სახიფათო თამაშისგან თავის შეკავებას ურჩევს.

დატოვე კომენტარი