ირაკლი სოსელიას პერსონალური გამოფენა

დამთვალიერებელთა თხოვნით, „იარტ გალერეაში“ ირაკლი სოსელიას პერსონალური გამოფენა ორი დღით გაგრძელდა.

ექსპოზიციაზე, რომელიც 17 ოქტომბერს გაიხსნა, მხატვრის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრებია წარმოდგენილი. ექსპოზიციაზე წარდგენილ ნამუშევრებში მხატვრისთვის მთავარი დაკვირვების საგანი ადამიანია. მისი გამოვლინება საკუთარ თავთან და საზოგადოებაში.
ექსპოზიცია 40-მდე ნახატს აერთიანებს – მასშტაბურ ფერწერულ ტილოებს, ტუშით შესრულებულ გრაფიკულ ნამუშევრებს და პორტრეტების სერიას. ხელოვანი ამ სახით პირველად წარდგა ქართველი დამთვალიერებლის წინაშე. ირაკლი სოსელია წლების განმავლობაში ცხოვრობდა ბერლინში. მისი ნამუშევრები რეგულარულად იფინებოდა ევროპის ქალაქებში, კერძო გალერეებსა და საერთაშორისო ბაზრობებზე.
მისი ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციაში.