ირაკლი შოთაძეს პარლამენტში ხვალ მოუსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ირაკლი შოთაძეს 17 თებერვალს მოუსმენენ.  გენერალური პროკურორობის კანდიდატის მოსმენას არ დაესწრებიან „ევროპული საქართველოს“ წევრები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმს განაგრძობენ.

ოთარ კახიძის  განცხადებით, ირაკლი შოთაძის სახელი ხმაურიან საქმეებს უკავშირდება და ამ თანამდებობაზე მეორედ მისი დანიშვნა მიუღებელია. კანდიდატის მოსმენის გარდა, ხვალ, კომიტეტი, საქართველოს კანონმდებლობასთან წარდგენილი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენაზე იმსჯელებს. საპროკურორო საბჭომ, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად, ირაკლი შოთაძე 7 თებერვალს შეარჩია, 10 თებერვალს კი, პარლამენტს წარუდგინა. პლენარულ სხდომაზე, მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერის შემთხვევაში, ირაკლი შოთაძე თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს.

დატოვე კომენტარი