ირაკლი შოთაძე - გენერალური პროკურორობის კანდიდატი

ყოფილი მთავარი პროკურორი დიდი ალბათობით ძველ პოსტს დაუბრუნდება.

საპროკურორო საბჭომ პარლამენტს ასარჩევად ირაკლი შოთაძის კანდიდატურა წარუდგინა. ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, გასაუბრების შემდეგ შერჩეულ ოთხ კანდიდატს შორის საბჭომ არჩევანი სწორედ შოთაძეზე გააკეთა. წელიწადნახევრის წინ საპროტესტო აქციების ფონზე გადამდგარ ექს-მთავარ პროკურორს ოპონენტები რამდენიმე გახმაურებულ საქმეს ახსენებენ და პარლამენტისთვის მისი კანდიდატურის შეთავაზების მიღმა პოლიტიკურ კონტექსტს ხედავენ.