ირაკლი შავაძეს დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოუსმენენ

მედიასთან გაკეთებული ხმაურიანი განცხადებების შემდეგ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძეს დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოუსმენენ. დაგეგმილია ასევე შავაძის ბრალდებების ადრესატის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოსმენაც. თუმცა, შეხვედრის ფორმატი, ჯერჯერობით, უცნობია.

შავაძე აცხადებს, რომ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე მისთჳის უარის თქმა დავით მამისეიშვილის ჩარევის შედეგად მოხდა.

საკითხს გამოეხმაურნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მესამე სექტორში.