ირაკლი ოქრუაშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

სასამართლომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეუფარდა, ზურაბ ადეიშვილი კი უდანაშაულოდ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა მუხლს ამნისტია შეეხო და საბოლოო სასჯელის ზომად მას ხუთი წელი და სამი თვე განესაზღვრა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბუტა რობაქიძის დედა სოციალურ ქსელში ეხმაურება. „სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ბატონ ოქრუაშვილს ბუტას საქმეზე, შვიდი წელი მიუსაჯეს. თუმცა ვწუხვარ, ადეიშვილი რატომღაც გაამართლეს. ადეიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ ყველა დანარჩენი სტრუქტურები. მიშა რა ბრძანებასაც გასცემდა, ადეიშვილი ასრულებინებდა ყველას. იმედს ვიტოვებ, სასამართლოს შემდგომი ინსტანცია მაინც გაამტყუნებს გარეწარ ადეიშვილს,“ – წერს ია მეტრეველი.