ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალური განცხადებები

მილიონობით ლარის განკარგვა, ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ შესყიდვა და წინა მთავრობის დროს ქონების ჩამორთმევის პრაქტიკა.

სააკაშვილის ხელისუფალების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მინისტრის და ძალოვანი უწყების ყოფილი ხელმძღვანელის სკანდალური განცხადებები.

დაინტერესდება თუ არა პროკურატურა იმ ინფორმაციით, რომლის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ბიზნესის რეკეტს და ელიტურ კორუფციას მასშტაბური სახე ჰქონდა და იკვეთება თუ არა დანაშაულის ნიშნები ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებში.