ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი

ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. ის სხდომათა დარბაზში აიყვანეს. მოსამართლის განმარტებით, ოქრუაშვილმა არ შეასრულა გირაოს პირობები, დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილება, არ გაითვალისწინა მოსამართლის კანონიერი მოთხოვნა და უგულებელყოფა იყო მისი მხრიდან.

საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო 8 აპრილს შეუფარდა. ოქრუაშვილს გირაოს გადახდის ვადა 8 მაისს ამოეწურა.