ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი

18:31, 08.04.2025

ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და აეკრძალა ქვეყნის დატოვება. გადაწყვეტილება სასამართლომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მიიღო. პროკურატურაში გამოძიება 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. პროკურატურამ გამოძიება ოქრუაშვილის წინააღმდეგ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

მსგავსი